სებასტიან კურცი: საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძლიერდება
03-02-2017, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოგესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადმოსახედიდან, რომელიც გუშინ გადაიდგა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფროდაუფრო ძლიერდება“- საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა გააკეთა, რომელიც საქართველოს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში ოფიციალურ ვიზიტად ეწვია.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას საქართველოს და ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის განსაკუთრებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სებასტიან კურცს საქართველოს პირადი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა მისი ძალისხმევა ეუთო-ს სამუშაო პროგრამაში საქართველოს საკითხის ერთ-ერთ წამყვან პრიორიტეტად განსაზღვრისათვის.



„უაღრესად ვაფასებთ, ავსტრიის მთავრობის მტკიცე და თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში“-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.



თავის მხრივ, ორმხრივი ურთიერთობებზე საუბრისას სებასტიან კურცმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. სებასტიან კურცმა მაღალი შეფასება მისცა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივას და აღნიშნა, რომ ავსტრიული კომპანიები, რომელიც კმაყოფილებას გამოთქვამენ საქართველოში შექმნილი ბიზნესგარემოს გამო „დიდი პოტენციალია ეკონომიკურ ურთიერთობებში - ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროში, რაც ფეხდაფეხ წინ მიიწევს, ავსტრიული კომპანიები, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, კმაყოფილი არიან აქ არსებული ვითარებით“-განაცხადა კურცმა.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობა, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე ეუთოს მონაწილეობა ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მექანიზმის ეფექტური განხორციელებისათვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში და აღინიშნა საქართველოს მიღწევები ამ კონტექსტში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი