ლევან მურუსიძე არ აკონკრეტებს, თუ ვინ არის ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა
03-02-2017, 05:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, მას შემდეგ რაც უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს შეხვდა, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან შეტყობინებები მიუვიდათ, რის შესახებაც, როგორც მურუსიძე ამბობს, მისთვის დღეს გახდა ცნობილი.

 

 

„სამწუხაროა, ჩემთვის ფაქტობრივად ახლა გახდა ცნობილი რეალურად რა შემთხვევას ჰქონდა ადგილი. არც მოსამართლეებს არ მოუმართავს ჩემთვის ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაზეც შემიძლია გითხრათ, რომ საუბარია ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მაღალჩინოსნის სახელით მოუვიდათ აღნიშნულ მოსამართლეებს წერილები, ასევე იყო სატელეფონო შეტყობინება, რომელიც ამ მოსამართლეების მიერ მიტანილი იქნა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელთან და გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ, რომელიც კონკრეტული მაღალჩინოსნის ვინაობას არ ასახელებს.

 

 

მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 14 იანვარს მოსამართლე ალავიძის და ქათამაძის განცხადების და უზენაესი სასამართლოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი