საქართველოს პრეზიდენტმა ფრაქციებთან და არასამთავრობოებთან სასამართლო რეფორის საკანონმდებლო პაკეტზე მოტივირებული შენიშვნები განიხილა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ოფიციალური წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა უშედეგოდ, არც ვეტოს დადებამდე და არც შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ის ოფიციალური წერილები წარუდგინა, რომლითაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს წინასწარ კონსულტაციებზე იწვევდა.
„ვეტო პრეზიდენტის უფლებების კონსტიტუციური ნაწილია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის ასეთი უცნაური დამოკიდებულება.
ვეტო არ ემსახურება არავისთან დაპირისპირებას. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტების მიღება ძალიან მოკლე დროში მოხდა.
ჩვენი პოზიციაა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მსჯელობას, გავითვალისწინოთ, რაც გასათვალისწინებელია, გავასწოროთ ის ხარვეზები, რომელიც არის, რადგან ეს რეფორმა უმნიშვნელოვანესია ქართული სახელმწიფოსათვის.
ყველა ეს რეკომენდაცია, რომლის თაობაზეც დაიწერა ვეტო, ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს და ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მათი მხრიდან, რომ ვენეციის კომისიის პოზიციების მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, თურმე არც ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.
ასე რომ, ძალიან კომპლექსურია ეს საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუგებარია მართლაც უმრავლესობის მხრიდან ასეთ თემებზე, ასეთი უცნაური დამოკიდებულება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძემ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც უპასუხა, რომლებიც პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ.
"თუ ასეთი ფორმატი არ მოსწონთ, მაშინ გვითხრან რაიმე სხვა ტიპის ფორმატი და მზად ვართ მივიღოთ და გავითვალისწინოთ.
ამგვარ შეთავაზებაზე თავის დროზე წამოვიდა იუსტიციის სამინისტრო და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰქონდა მათთან შეხვედრა.
მაგრამ პარლამენტის ხელმძღვანელობამ და უმრავლესობამ, რატომღაც არ ჩათვალა საჭიროდ, არც ვეტოს დადებამდე და არც ვეტოს შემდეგ, რომ კონსულტაციებში მონაწილეობა მიეღო.
პირადადაც მქონდა გუშინ კომუნიკაცია რამდენიმე ადამიანთან, რაღაც უხერხული კომენტარებია, რომ აი რაღაც "არ მცალია", "ვერ მოვიცლი", მაგრამ ვიღაც აპირებდა მოსვლას, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ასეთი ერთიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რაც მე ვფიქრობ პროცესს აზიანებს ძალიან.
ჩვენ შეგვეძლო უკეთესი რამ გაგვეკეთებინა, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო და უფრო გაძლიერებული მოსამართლეები მიგვეღო, თუ ამ შენიშვნებს გავითვალისწინებდით", აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია იზიარებენ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის შენიშვნები და მათი ლოგიკა ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. პარლამენტმა არსებითად უნდა განიხილოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, ამ შე ნიშვნების გათვალისწინებით, კანონად აქციოს ე.წ. მესამე ტალღა.
შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.