დიდი ბრიტანეთი საქართველოს ფინანსურ დახმარებას გაუწევს
20-03-2015, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიასა და სერბეთს დაახლოებით 28 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქამერონმა გუშინ ბრიუსელში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, გამოყოფილი თანხა იმ ქვეყნებს უნდა მოხმარდეს, რომლებსაც რუსეთის მხრიდან ძალადობასთან უწევთ გამკლავება და წამოადგენს ერთგვარ ინვესტიციას „კიდევ ერთი უკრაინის“ თავიდან ასაცილებლად.

 

 

"დიდი ბრიტანეთის გრძელვადიან ინტერესს წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებთან ძლიერი და სტაბილური სახელმწიფოების არსებობა. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი უკრაინა", - განაცხადა დევიდ ქამერონმა.

 

 

ფინანსური დახმარება 2015-2016 წლებზეა გათვლილი და ის აღმოსალეთ ევროპის ქვეყნებმა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად, პოლიციისა და ჯანდაცვის, ასევე საბანკო და საგადასახადო სისტემების რეფორმირებისათვის უნდა გამოიყენონ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი