გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
03-02-2017, 07:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა, რომელიც ამავდროულად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.

 


პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის განსახილველ საკითხთა ნუსხაში შედიოდა როგორც ეუთოს დღის წესრიგი, ასევე საქართველო ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ყურადღება გამახვილდა ასევე, უსაფრთხოების პრობლემებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. ასევე, ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

 


პრეზიდენტის საგარო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრისას განიხილეს ის საკითხები, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოს პრეზიდენტის ხედვით ეუთოს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

 


ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიულოცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი