ადიგენის მუნიციპალიტეტში ფრენბურთის ტურნირი დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, შეჯიბრება, რომელშიც 10 გუნდი იასპარეზებს, რამდენიმე ეტაპად წარიმართება.
ფინალური შეხვედრა 4 თებერვალს გაიმართება. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მედლებით, თასითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
„პროექტი „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანიის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაცია და ჩართულობის უზრუნველყოფა გახლავთ. ამასთან ერთად, შეჯიბრება მიზნად ისახავს მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტსმენებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას", - აცხადებენ ადიგენის გამგეობაში.
ტურნირის გახსნას ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.