ადიგენის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
როგორც Guardian.ge-ს ადიგენის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ განუცხადა, დიდთოვლობას მუნიციპალიტეტისთვის სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია.
„სპეციალური ტექნიკით იწმინდება ცენტრალური და სოფლებში მისასვლელი გზები. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება", - აცხადებს ზაქარია ენდელაძე, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარესთან, იმედა მღებრიშვილთან ერთად გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.