უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე გავრცელებულ ვაიბერ-მიმოწერას, რომელშიც თითქოს ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება, ფაბრიკაციასა და „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უწოდებს.
როგორც მან „რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, „ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან გაირკვევა, გაირკვევა ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში აქტიურობენ. გაირკვევა ის ადამიანები, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენენ. გაირკვევა ის ხალხი, ვინც „რუსთავი 2"-ის წართმევის ამ სქემაში აქტიურად მონაწილეობენ".
საყვარელიძე ამბობს, რომ „ადამიანები, ვინც ბრამად მიყვებიან ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, ეს ადამიანები პასუხს აგებენ აუცილებლად".
„ვის მოუვიდა აზრად ასეთი იდიოტობა, რომ მე და მიხეილ სააკაშვილი გვერდიგვერდ ოთახებში მსხდომი ვაიბერით ვიმესიჯებთ, თითქოს რაღაც გაუგებარი მოსამართლეების, რომელსაც არ ვიცნობ, მათი სახელები ახლა პირველად გავიგე, ზეწოლის ფაქტები.... დაიწყო ახალი შეტევა და ახალი კამპანია „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ. ისევე როგორც „რუსთავი 2"-მა და თავისუფალმა სიტყვამ ბევრჯერ გაიმარჯვა საქართველოში, ამ შემთხვევაშიც გამარჯვება იქნება გარდაუვალი", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.