ტრამპის ადმინისტრაცია ირანს სანქციებს უწესებს და ვაშინგტონის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდას უკავშირდება.
BBC -ის ცნობით, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ 13 პირისა და ათეულობით კომპანიის მიმართ ზომების მიღების თაობაზე გამოაცხადა.
უფრო ადრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა: „ირანი ცეცხლს ეთამაშება - ისინი არ აფასებენ თუ რა ‘კეთილი’ იყო პრეზიდენტი ობამა მათ მიმართ. არა მე!“
მაგრამ ირანმა განაცხადა, რომ ის არ დანებდება „უსარგებლო“ ამერიკულ საფრთხეებს „გამოუცდელი პერსონისგან“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა „თვითერზე“ დაწერა, რომ ისლამური სახელმწიფო გულგრილად უყურებს შეერთებული შტატების მუქარებს.
მან თქვა, რომ ირანს არ გააჩნია განზრახვა გამოიყენოს თავისი სამხედრო ძალები რომელიმე ქვეყნის მიმართ და ის ამას მხოლოდ საკუთარი თავის დაცვის მიზნით გააკეთებს.
„ჩვენ არასოდეს დავიწყებთ ომს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ დავეყრდნობით ჩვენი თავდაცვის საშუალებებს“, - დაწერა ზარიფმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.