სიეტლში, შეერთებული შტატების მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 7 მუსულმანური ქვეყნიდან მოქალაქეების ამერიკაში შეშვების აკრძალვაზე დროებითი დაბლოკვის გადაწყვეტილება გამოსცა, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.
როგორც BBC იუწყება, ფედერალური მოსამართლის, ჯეიმს რობარტის განაჩენით, მთავრობის ადვოკატების მტკიცებები, რომ ამერიკის შტატებს არ ჰქონდათ უფლებამოსილება გამოწვევის წინაშე დაეყენებინათ ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანება, არ იქნა გათვალისწინებული.
გასული კვირის პარასკევს ტრამპის მიერ გამოცემულმა ბრძანებამ შეერთებული შტატების აეროპორტებში მასობრივი პროტესტი და დაბნეულობა გამოიწვია.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მას შემდეგ 60 000 ვიზა გაუქმდა.
ტრამპის ბრძანებამ შეერთებული შტატების ლტოლვილთა მიღების პროგრამა 120 დღით შეაჩერა, სირიელ ლტოლვილებს კი სამუდამოდ აუკრძალა ამერიკაში შესვლის უფლება, ხოლო ერაყის, სირიის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის და იემენის ვიზის მფლობელ ნებისმიერ მოქალაქეს 90 დღის განმავლობაში შეუჩერა ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება.
ტრამპის ბრძანების წინააღმდეგ სარჩელი თავდაპირველად ვაშინგტონის შტატის სასამართლოში იქნა შეტანილი, მოგვიანებით კი მინესოტაში.
ვაშინგტონის შტატის გენერალურმა პროკურორმა ბობ ფერგიუსონმა აკრძალვას არაკანონიერი და არაკონსტიტუციური უწოდა, რადგან ის ადამიანების რელიგიური საფუძვლების წინააღმდეგ დისკრიმანაციას წარმოადგენს.
სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი გამოწვევაა და ეს ნიშნავს იმას, რომ 7 ქვეყნის მოქალაქეებს ახლა შეუძლიათ - თეორიულად - მიმართონ შეერთებული შტატების ვიზების მისაღებად, - იუწყება BBC-ის კორესპონდენტი დევიდ ვილისი ვაშინგტონიდან.
ადმინსტრაციას შეუძლია, რომ გაასაჩივროს სასამართლოს ვერდიქტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.