საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარ დაუჭერს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს კენჭი. დღესვე უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მერაბ ტურავას კანდიდატურის კენჭისყრაც. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, ნინო გვენეტაძეს პარლამენტში ხმათა უმრავლესობა, მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.