ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად აქტიური მუშაობა გაგრძელდება
04-02-2017, 00:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ზიგფრიდ ბრაკესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ზიგფრიდ ბრაკემ 2 თებერვალს ევროპარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება პირადად, დღეს გამართული შეხვედრისას მიულოცა.

 


როგორც შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნებაა და ამას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ზიგფრიდ ბრაკემ საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 


მხარეებმა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა.

 


„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან. სპიკერთან პარლამენტებს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბელგიასთან თანამშრომლობის გაღრმავება, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

 

 

საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის განხილვასა და კენჭისყრას დაესწრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი