„მაგთიკომი": გარკვეულ ვებ-გვერდებზე შეზღუდვა არა ინტერნეტის, არამედ ge დომენის შეფერხებით იყო გამოწვეული
04-02-2017, 02:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია „მაგთიკომის" ინფორმაციით, ქართული ვებ-გვერდების ნაწილზე შეზღუდვა, რომელიც დღეს დილიდან არსებობდა, ge დომენის შეფერხებით იყო გამოწვეული.

 

 

როგორც Guardian.ge-ს „მაგთიკომში" განუცხადეს, ინტერნეტი აბონენტებს შეუზღუდავად მიეწოდებოდა, პრობლემა ჰქონდა მხოლოდ გარკვეულ ვებ-გვერდებს, რაც „კავკასუს-ონლაინის" საკუთრებაში არსებულ ge დომენთან დაკავშირებულმა შეფერხებამ გამოიწვია.

 


„როცა ადგილობრივ გვერდებზე არ ხერხდება შესვლა, ხოლო უცხოურ ვებ-გვერდებს ჩვეულებრივად ხსნით, ეს ინტერნეტის პრობლემა არ არის, მომწოდებლის მხრიდან არის პრობლემა, ანუ ge დომენით რაც არის დამთავრებული, რომელ კომპანიასაც ეკუთვნის შეფერხება არის მათი მხრიდან. აღნიშნული დომენი ეკუთვნის „კავკასუს-ონლაინს", შეფერხებაც აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა", - აცხადებენ „მაგთიკომში".

 

 

Guardian.ge ასევე დაუკავშირდა „კავკასუს ონლაინს", სადაც დაუდასტურეს აღნიშნული ინფორმაცია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ge დომენის გარდა, მათ სხვა რამდენიმე სერვისიც გათიშული ჰქონდათ.

 

 

მათივე ცნობით, პრობლემა ამ დროისთვის სრულად არის აღმოფხვრილი.

 

 

დღეს დილიდან მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ვებ-გვერდზე შესვლა შეუძლებელი იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი