თბილისში, ნაძალადევის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის აღდგენა მიმდინარეობს
04-02-2017, 04:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დაათვალიერა. პროექტს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს.

 


დედაქალაქის მერიის ცნობით, სპორტულ კომპლექსში კრივის არენა, საჭიდაო მოედანი, დიდი და საშუალო ზომის დახურული ტიპის საცურაო აუზები განთავსდება.

 


"თემქის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მოიცავს საცურაო აუზს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის, ასევე რინგს და სხვადასხვა სპორტულ მიმართულებებს. კომპლექსს ექნება კაფე, ღია ტერასა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპლექსის რეაბილიტაცია სპორტული, დასვენების თვალსაზრისით და ჯასაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


მერიის ინფორმაციით, სარემონტო-აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ელიტა ბურჯი“ ახორციელებს. ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება 3 727 642 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2017 წელს დასრულდება. 

 

 

თბილისის მერთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ დაათვალიერეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი