გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი შეიარაღებული ძალები იქნება ისეთი ძლიერი, რომ ნებისმიერ მტერს გაუქრობს სურვილს დაგვემუქროს
20-03-2015, 05:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს, რომლის შეიარაღებული ძალებიც იქნება ისეთი ძლიერი, რომ ნებისმიერ მტერს გაუქრობს სურვილს, მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს რაიმენაირად დაგვემუქროს,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც არტილერიის პროფესიული დღე აღინიშნება.

 


"მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც იარაღით ხელში ყოველდღიურად ემსახურება იმას, რომ ჩვენ მოქალაქეებს მშვიდად ეძინოთ, ვინც თავისი პროფესინალიზმით იცავს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს ღირსებას, მშვიდ ძილს და განვითარებას.

 

 

ქართველ არტილერისტებს აქვთ საამაყო ბიოგრაფია. ეს ბიოგრაფია იწყება საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან - როცა თებერვალში გვიტევდა მე-11 არმია არტილერიამ შეძლო და შეაჩერა მოწინააღმდეგე, დიდი ზიანი მიაყენა მტერს. ეს ბიოგრაფია გრძელდება თანამედროვე საქართველოშიც. ჩვენმა არტილერიამ შეძლო და გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა მტერს აფხაზეთის ომშიც. ყოველივე ეს ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს დიდი მადლიერებით განგვაწყობს თქვენს მიმართ.

 


ჩვენ მადლიერნი ვართ იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის წევთ, მადლობელი ვართ თქვენი შრომისა და თავდადებისთვის. მუდამ გვახსოვს ის გმირობა, რომელიც ჩაუდენიათ ჩვენს წინაპრებს. ამ გმირობის საფუძველზე ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს, ახალ საქართველოს, რომლის შეიარაღებული ძალებიც იქნება ისეთი ძლიერი, რომ ნებისმიერ მტერს გაუქრობს სურვილს, ჩვენ, მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს რაიმენაირად დაგვემუქროს. ამის გარანტი ხართ თქვენ, ამის გარანტია შეიარაღებული ძალები, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიამაყით აღავსებენ ყველა ქართველის გულს, რადგან ისინი არიან გამორჩეულები, მათ პატივს სცემენ როგორც კოლეგებს და მათი ეშინიათ მტრებს.

 

 

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გითხრათ სამსახურისთვის", - მიმართა პრეზიდენტმა არტილერისტებს, რის შემდეგაც მან
სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისათვის 11 არტილერისტი დააჯილდოვა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი