ზაზა ხატიაშვილი: თუ არჩევნების წინ მოქალაქე ივანიშვილი დარბოდა და ეუბნებოდა ხმა მოგვეციო - ახლა რატომ არის დამალული გადარგული ხეების უკან
04-02-2017, 05:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ არჩევნების წინ მოქალაქე ივანიშვილი დარბოდა და ეუბნებოდა ხმა მოგვეციო, ახლა რატომ იმალება? რატომ არის დამალული გადარგული ხეების უკან, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ე.წ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების მიერ გამართულ აქციაზე გააკეთა.

 

 

მოვაჭრეები დღეს მთავრობის კანცელარიის შემდეგ, ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ. ისინი მოქმედი და ყოფილი პრემიერ მინისტრებისგან პასუხს ითხოვდნენ, თუმცა, მათ ამ დრომდე, არავინ გამოხმაურებია.

 

 

მოვაჭრეები ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დროულად დათვლას, კომპენსაციების მიღებას, სესხების გადავადებას და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

 

 

დაზარალებულები მათი პრობლემების მოგვარებისთვის ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

 

 

„როდესაც ხალხი მიდის და ყველა იმალება და ელოდებიან, რომ ოლიგარქი-ფეოდალი რას ურჩევს პრემიერ მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს - კვირიკაშვილს, თავისი თავი რომ პრემიერ მინისტრი ჰგონია და ხალხთან რომ არ გამოდის და ელოდება ხალხის რეაქციას. ხალხმა გადაწყვიტა, რომ ამოსულიყო და ეთქვა, რომ როგორც თქვი შენ, რომ მე ვარ პასუხისმგებელი მთავრობაზე, მე ვარ პასუხისმგებელი ქვეყნის განვითარებაზე, ადამიანები აღმოჩნდნენ ქუჩაში. თუ არჩევნების წინ მოქალაქე ივანიშვილი დარბოდა და ეუბნებოდა ხმა მოგვეციო, ახლა რატომ იმალება? რატომ არის დამალული გადარგული ხეების უკან", - განუცხადა „რუსთავი 2"-ს ზაზა ხატიაშვილმა.

 

 

აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ამ დროისთვის დასრულებულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი