საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დღეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ნინო გვენეტაძე დაამტკიცა.
გვენეტაძის კანდიდატურას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი არცერთი დეპუტატი არ წასულა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, პარლამენტის წინაშე ფიცი უნდა დადოს.
კენჭისყრამდე ცნობილი იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი, ნინო გვენეტაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას ემხრობოდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ მისი წინააღმდეგი იყო.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა 17 თებერვალს წარადგინა.
სააკაშვილის რეჟიმის მიერ გათავისუფლებამდე ნინო გვენეტაძე ექვსი წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიას ატარებდა.
მანამდე 1998-1999 წლებში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა. ის სამართლის დოქტორი და პროფესორია, ასევე მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება გააჩნია.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნინო გვენეტაძე რესპუბლიკური პარტიის სიით იყრიდა კენჭს, თუმცა დეპუტატი ვერ გახდა. მის პოლიტიკურ წარსულზე საუბრისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი იმ ფაქტორს გაუსვა, რომ გვენეტაძე რესპუბლიკურ პარტიაში მაშინ გაწევრიანდა, როცა ეს პარტია ოპოზიციაში იყო და წევრობა მაშინ შეიჩერა, როცა 2012 წელს რესპუბლიკური პარტია ქართული ოცნების კოალიციის ფარგლებში, ხელისუფლებაში მოვიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.