დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს იმისათვის, რომ აღადგინოს მშვიდობა რუსეთის საზღვრის გასწვრივ.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან, რუსეთთან და ყველა სხვა ჩართულ მხარესთან იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ საზღვრის გასწვრივ მშვიდობის აღდგენაში“.
როგორც „როიტერსი“ იუწყება, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის განახლებული ძალადობა დეკემბრის შუა პერიოდის შემდეგ ყველაზე დიდი მსხვერპლის მიზეზი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.