დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩის 3-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა დაიწყო, პარალელურად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ფარნავაზ მეფის ქუჩის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად
05-02-2017, 07:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დიდ დიღომში მირიან მეფის 3-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს.

 


თბილისის მერიის ინფორმაციით, მ47.800 კვ.მ ფართზე სრულად გამოიცვლება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ტროტუარები და ბორდიურები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი.

 


პროექტს კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო ფასი 3 512 633 ლარს შეადგენს. მირიან მეფის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

 

 

 

 

 


"გარდა აღნიშნული პროექტისა, ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ შიდა გზების გაკეთებას. გარდა ამისა, იგეგმება გამწვანების ღონისძიებები, მოიხსნება მკვეთრად დაზიანებული გზების პრობლემა, რომელიც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. ამასთან, დიდ დიღომში ახალი ავტობუსებისთვის შენდება ბაზა, ასევე უახლოეს მომავალში დიდი დიღმის რეისზე ივლის ახალი ავტობუსი, რითაც გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტიც მოიხსნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პარალელურად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები დიდ დიღომში ფარნავაზ მეფის სახელობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი