ინტენსიურმა თოვამ და ზვავებმა ავღანეთსა და პაკისტანში ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. BBC-ის ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ავღანეთში დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 16 ქაბულიდან ჩრდილოეთით, ღამით ჩამოწოლილი ზვავის შედეგად.

13 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ პაკისტანში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, 9 მათგანი კი ქალაქ ჩიტრალში, სადაც რამდენიმე სახლი განადგურდა და შიშობენ, რომ თოვლში უფრო მეტი ადამიანია მოყოლილი.

ქაბულის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი თოვლისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოყინვის გამო დაკეტილია.
თოვლმა არეულობა შეიტანა მთავარ გზებზე, მათ შორის ქაბული-ყანდაღარის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სადაც პოლიცია და ჯარისკაცები შტორმის შედეგად გაჭედილ 250 სატრანსპორტო საშუალებას დაეხმარნენ.

„როიტერსის“ ცნობით, ქაბულის ჩრდილოეთით სალანგის უღელტეხილი ჩაიკეტა, რადგან თოვლის საფარმა იქ 2.5 მეტრს მიაღწია.

ოფიციოზი მოსახლეობას უფრო მეტი ზვავების ჩამოწოლის საშიშროების შესახებ აფრთხილებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.