უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღევანდელი დღე მისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა. იგი მზადყოფნას გამოხატავს იმისათვის, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
,,ჩემი მთავარი ამოცანაა, სასამართლო რეფორმის გაგრძელება, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და მიუკერძოებლობიასთვის ბრძოლა, ადამიანის უფლებებზე დამყარებული პრიორიტეტების სამართალწარმოება. ეს მოითხოვს როგორც ჩემი, ასევე სასამართლო კორპუსის დიდ ძალისხმევას. ამ ყველაფერს სჭირდება საკანონმდებლო ორგანოს დიდი მხარდაჭერა და საკანონმდებლო რეფორმა არის საწინდარი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის. მე და ჩემმა კოლეგებმა ვიბრძოლეთ სამართლიანობისთვის და დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩემთვის", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
პარლამენტმა დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე 88 ხმით აირჩია. მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.