შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშემ, ბრუნო ბალდუკმა აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე, შსს-ს თანამშრომლებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.
შს სამინისტროს ცნობით, ბრუნო ბალდუკი მსმენელებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის, ამ მიმართულებით საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის პრინციპებზე და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კონტროლის მექანიზმებზე ესაუბრა. საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შსს-ს აკადემიის ახალი პროექტის ფარგლებში, აკადემიის სტუდენტებს სამართლის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეები, აკადემიური წრეების წარმომადგენელები და კვალიფიციური იურისტები საჯარო ლექციებს უკითხავენ.
უწყების განმარტებით, პროექტის მიზანია სტუდენტების მოტივირება და საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიურად ჩართვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.