ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის - თბილისის მოსწავლეებს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო გადაეცათ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეთა დელეგაციამ 1-4 თებერვალს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს მოდელირების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენცია გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსოფლიოს 65 ქვეყნის 850-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.
საქართველოს სახელით კონფერენციაში 12 ბაქსვუდელი მოსწავლე მონაწილეობდა - მათ შორის, ორმა მოსწავლემ საუკეთესო დიპლომატის ჯილდოები მიიღეს, ხოლო კიდევ ორმა —კონფერენციის სამდივნოსაგან განსაკუთრებული საჯარო შექება — „Honorable Mention”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.