პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველ სამუშაო ვიზიტად ეწვია. დელეგაციაში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავაც იმყოფება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამდღიანი ვიზიტისას დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ანალიტიკურ ცენტრებში.
მათივე ცნობით, თამარ ჩუგოშვილი, ოცდაათამდე შეხვედრისას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების, საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურების და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცების საკითხებს განიხილავს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ქვეყნის დეოკუპაციის და ასევე, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერა ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს განხილვის წამყვანი თემები იქნება. ქართველი დეპუტატები ამერიკელ კოლეგებს საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორპარტიული მყარი მხარდაჭერის გაგრძელების უზრუნველსაყოფად, რომელსაც ჩვენი დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში უწევს საქართველოს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა გამგზავრების წინ თამარ ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.