ალბათ, პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს, თუმცა, ჩვენ ვეტოს დაძლევას მხარს არ დავუჭერთ, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური.
იგი მიიჩნევს, რომ საკითხი, რის გამოც პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, სწორია.
„მიგვაჩნია, რომ ის ძირითადი საკითხები, რომლის გამოც პრეზიდენტმა დაადო ვეტო ამ კანონპროექტს, არის სწორი და სწორედ ამიტომ არ დავუჭერთ მხარს ვეტოს დაძლევას. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი, რომელიც განიხილებოდა მრავალი თვის განმავლობაში, პრეზიდენტს ადრევე უნდა გამოეთქვა თავის პოზიცია", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საკანონმდებლო ორგანო საერთო სასამართლოების რეფორმაზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს. პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს 25 იანვარს გადაუგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.