ნიკა გვარამია გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: რამდენიც არ უნდა ეცადოთ, მეგობრებო, ჩემი კორუფციაში გასვრა არ გამოვა
06-02-2017, 02:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკრაინული გამოცემის, „Українська революція"-ს მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.

 

 

ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ, ნიკა გვარამიასა და საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბარია ასახული, გვარამია აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ადეიშვილთან სატელეფონო კომუნიკაცია არ ჰქონია.

 

 

როგორც მან დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „მისი კორუფციაში გასვრა არ გამოვა, რადგან მის ბიოგრაფიაში, პირიქით, კორუფციასთან ბრძოლის გამოცდიელბა არსებობს".

 

 

„მადლობას ვერ მოვახსენებ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ასეთი ყურადღებისთვის იმიტომ, რომ ეს დანაშაულია, რასაც ისინი ჩადიან. მე უბრალოდ კითხვის ნიშნები მიჩნდება - როდის ასწრებენ სახელმწიფოს უშიშროებაზე ზრუნვას ამ სამსახურში იმიტომ, რომ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთლიანად ჩემზე და „რუსთავი 2"-ზე არიან გადმორთულები.

 

 

ძალიან დინამიურად იმუშავა, როგორც ჩანს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა იმიტომ, რომ გუშინდელი ჩვენი სიუჟეტის მერე, რომელიც ქ-ნი ნაზღაიძის მიერ აღებულ ქრთამს ეხება, პრაქტიკურად უტყუარად არის დამტკიცებული ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებით - ამის გადაფარვა არ გამოვა, მეგობრებო, იმდენად, რამდენადაც მოგიწევთ პასუხის გაცემა ქ-ნი ნაზღაიძისთვის გადაცემულ სახელმწიფო სახსრებთან დაკავშირებით. ასევე, მოგიწევთ პასუხის გაცემა იმასთან დაკავშირებით, თუ რა განცხადება შეიტანეს მოსამართლეებმა პროკურატურაში. ეს ორი საკითხი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი საუბრები, მით უმეტეს, როდესაც ეს საუბრები არ არის ჩემი და არის დამონტაჟებული და აღებულია ჩემი ძალიან ბევრი საუბრიდან, მათ შორის, რამდენადაც მე მივხვდი ახლა ვიჯექი და ვუსმენდი უბრალოდ, რამდენიმეჯერ მოვისმინე და რაც ვიცანი, დაახლოებით, არის 4-5 საუბარი. რაც ვერ ვიცანი კიდევ და ვერ ვხვდები როდის ვისთან ვილაპარაკე, ეს კიდევ მეორე საკითხია.

 

 

ბატონ ადეიშვილთან ჩემი საუბარი საერთოდ ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ არ გვისაუბრებია მე და მას ძალიან დიდი ხანია, უფრო სწორედ, ბუნებაში ალბათ არსებობს, ძალიან დიდი ხნის წინ, მინიმუმ ბოლო ორი წელია, ჩვენ ტელეფონით არ გვისაუბრია. ჩვენი საუბრები, რა თქმა უნდა, შემდგარა, მაგრამ პირადად კიევში. მე არაერთხელ ვყოფილვარ კიევში ამ პერიოდის განმავლობაში.... რაც შეეხება ამ საუბარს, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, მეგობრებო, ჩემი კორუფციაში გასვრა არ გამოვა იმიტომ, რომ ამის მინიმალური გამოცდილებაც კი არა არსებობს ჩემს ბიოგრაფიაში, პირიქით, არსებობს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის. რაც შეეხება ბატონ ახვლედიანს, ბ-ნი ახვლედიანი არასდროს არ წარმოადგენდა ჩემს ინტერესს - ვერც კორუფციულს და ვერც სხვანაირს. მას ელემენტარულად არასდროს შეხება არ ჰქონია არც „რუსთავი 2'-ის საქმესთან.... რაც შეეხება ამ ტექსტებს, რაც დღეს დაიდო - ეს არ არის ჩემი და ბატონი ადეიშვილის საუბარი, არის ჩემი საუბრის კომპილაცია სხვადასხვა საუბრიდან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა, ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუ არის ბატონი ადეიშვილის საუბარი, ისიც აღებულია, როგორც ჩანს, სხვადასხვა საუბრიდან. შეუიარაღებელი ყურისთვისაც გასაგებია, რომ ეს არის უმოწყალო მონტაჟი",  - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

უკრაინული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „Українська революція" აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც გამოცემის მტკიცებით, ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბარია ასახული.    

 

 

ჩანაწერში ორ პირზე, ახვლედიანსა და ალავიძეზე საუბრობენ.    

 

 

აუდიოჩანაწერის მიხედვით, საუბარში მონაწილე პირები 3 მლნ დოლარის გაცემის საკითხსაც განიხილავენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ, გვარამია აღნიშნავს, რომ „3 მლნ დოლარი სალაპარაკოც არ უნდა იყოს... ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის სამუშაო შეასრულა".    

 

 

აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი