„ევროპულმა საქართველომ" პროკურატურას მოთხოვნით მიმართა, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ბიუჯეტიდან გადახდილ 1 მილიონ ლართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
განაცხადება მთავარ პროკურატურაში ირაკლი აბესაძემ ცოტა ხნის წინათ შეიტანა.
მისი თქმით „საკითხს დეტალური გამოძიება და იმ ჩინოვნიკების დაკითხვა სჭირდება, რომლებიც თბილისის მერიის მხრიდან ამ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდნენ".
„რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ტელეკომპანიის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.