მანანა კობახიძე: დიახ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, მაგრამ თუ ჩემი კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნება, ყოველგვარი პოლიტიკური ბმა პარლამენტთან, ამ ფრაქციასთან, პარტიასთან არის გამორიცხული
06-02-2017, 04:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მანანა კობახიძის მოსმენა მიმდინარეობს.

 

 

მან პარლამენტის წევრებს სამომავლო გეგმები წარუდგინა.

 

 

კობახიძე, რომელიც აღნიშნულ პოსტზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" წარადგინა, აცხადებს, რომ თუ მისი კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნება, მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ემსახურება.

 

 

„დიახ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ვარ დღესაც, მაგრამ თუ ჩემი კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნება, ყოველგვარი პოლიტიკური ბმა პარლამენტთან, ამ ფრაქციასთან, პარტიასთან არის გამორიცხული და მე ვემსახურები მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას.... თუ მოსამართლეს ავუკრძალავთ იმას, რომ მას რაიმე ტიპის პოლიტიკური სიმპათია ჰქონდეს ან შეხედულებები გააჩნდეს გარკვეულ საკითხებთან, ასეთ ადამიანს უბრალოდ ვერ მოვძებნით. მაშინ შეიძლება, მოსამართლეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც ავუკრძალოთ, იმიტომ, რომ ის მიდის და რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას აძლევს ხმას, აქვს სიმპათია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა ხელმძღვანელობდეს ამ სიმპათიით - ის უნდა დადგეს ყოველგვარ პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი