საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კესტუტის იანკაუსკასს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და გასულ კვირას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე მიღებულ დადებით გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველომ მიღწეული წარმატებისთვის ბევრი იმუშავა.
მისივე განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, ნდობის აღდგენის პოლიტიკის მიმართულებითაც. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპულ ინტეგრაციას საქართველოში დიდი მხარდაჭერა აქვს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვიზა-ლიბერალიზაცია ქვეყნისთვის არის არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ პასუხისმგებლობაც, რომლისთვისაც ქვეყანა სრულად არის მზად.
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასა და საქართველოს კონსტიტუციაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ჩანაწერზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი აქტიურად თანამშრომლობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. მისივე თქმით, პარლამენტი აპირებს, აქტიურად ჩაერთოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივების განხილვაში.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა და რუსეთთან მიმართებაში, საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანი წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე დაძაბულობის შემცირებაა.
კესტუტის იანკაუსკასმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა გააცნო. შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.