„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოსამართლე ნატა ნაზღაიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს
06-02-2017, 05:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

 

 

ენმ-ი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მოთხოვნას აყენებს, მათ შორისაა: ნატა ნაზღაიძის უფლებამოსილების შეწყვეტა; ნაზღაიძის მიერ „რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გაუქმება, თბილის მერის იმპიჩმენტი და ა.შ.

 

 

„მინდა გამოვეხმაურო კორუფციული გარიგების უპრეცედენტო ფაქტს - მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახსა და თბილისის მერიას შორის. როდესაც თბილისის მერია მთავრობის კუთვნილი ბიუჯეტიდან ხალხის კუთვნილ ფულს აძლევს პირდაპირ კორუფციული გარიგებით მოსამართლე ნაზღაიძეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მან გამოიტანოს უკანონო გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის საქმეზე. დიახ, ნაზღაიძე ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას, რასაკვირველია, დიდი სიხარულით კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობს და გამოაქვს უკანონო გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის საქმეზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დიახ, ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას; არ ვაპირებთ შევეგუოთ სასამართლო სისტემის, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვას; არ ვაპირებთ შევეგუოთ ივანიშვილის დაკვეთების მიხედვით, სასამართლოზე, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და ვაყენებთ ძალიან კონკრეტულ და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან მოთხოვნებს. კერძოდ მოვითხოვთ: საერთო სასამართლოების კანონის შესაბამისად, იუსტიციის საბჭოსგან შეუწყდეს უფლებამოსილება კორუმპირებულ მოსამართლე ნაზღაიძეს, რომელმაც გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის საქმეზე. მოვუწოდებთ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეებს, გააუქმონ მოსამართლე ნაზღაიძის მიერ გამოტანილი განაჩენი „რუსთავი 2"-ის საქმეზე. ასევე მოვითხოვთ და ხაზს ვუსვამთ, აუცილებლად განხორციელდება ამ ჩვენი მოთხოვნის მონიტორინგი, რომ გაუქმდეს კორუმპირებული გარიგება, ხელშეკრულება მოსამართლე ნაზღაიძესა და თბილისის მერიას შორის. კერძოდ, დაბრუნდეს ხალხის კუთვნილი ფული ბიუჯეტში და ეს ხალხის კუთვნილი ფული გადანაწილდეს მართლაც იმ გაჭირვებულ ადამიანებზე, რომლებსაც ეს მილიონი ლარი, ხაზს ვუსვამ, მილიონი ლარი ძალიან სჭირდებათ. კიდევ ერთი მოთხოვნა - აუცილებლად ამ უპრეცედენტო გარიგების შემდეგ, უნდა მოხდეს თბილისის მერის იმპიჩმენტი. ვინაიდან თბილისის მერი და მერიის სამსახურები პირდაპირ არიან უპრეცედენტო კორუფციულ გარიგებაში ეჭვმიტანილნი. და ყველაზე მნიშვნელოვანი - დაისაჯოს ყველა ის უფლებამოსილი პირი, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და რომლებმაც ხალხის კუთვნილ ბიუჯეტზე იხეირეს", - განაცხადა ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი