ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფელ ლეღვაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა
06-02-2017, 05:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, კობა ნაკაიძესთან ერთად, სოფელ ლეღვაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა.

 

 

მუნიციპალიტეტის პირველი პირი არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

 

 

„ანანიძეების ხუთსულიანი ოჯახი დიდთოვლობის შედეგად დაზარალდა. სახლი ავარიულია და ოჯახი ახლობლებთან აფარებს თავს. დიდთოვლობის შედეგად მუნიციპალიტეტში სულ შვიდი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, მათ შორის, სამი ოჯახის მდგომარეობა კრიტიკულია და უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილნი. დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი ადგილობრივი კომისია სწავლობს", - აცხადებენ ქობულეთის გამგეობაში.

 


მათი ცნობით, მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი