სასამართლომ როლანდ ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა
20-03-2015, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლო როლანდ ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 


"2015 წლის 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი, ბრალდებული როლანდ ახალაია უდანაშაულოდ სცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
როლანდ ახალაიას ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (ორი ეპიზოდი).

 


საქმის მასალების თანახმად, რ. ახალაიამ საოლქო პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებისას, საპროცესო შეთანხმებების გაფორმების სანაცვლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ჩასარიცხ თანხასთან ერთად, მსჯავრდებულთა ახლობლებს შ.პ.ს. "სანის" ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა მოსთხოვა. აღნიშნული შ.პ.ს.-ს ანგარიშზე ერთ შემთხვევაში 150 000, ხოლო მეორე შემთხვევაში 60 000 ლარი ჩაირიცხა.

 

 

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებისა და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, როლანდ ახალაია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

 


აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 17 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 15 და დაცვის 5 მოწმე, მათ შორის თავად ბრალდებული.

 


თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი