შს სამინისტრომ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის საუბარია ასახული, გამოძიება დაიწყო
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.
უკრაინულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა „Українська революція" აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც გამოცემის მტკიცებით, ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბარია ასახული.
ჩანაწერში ორ პირზე, ახვლედიანსა და ალავიძეზე საუბრობენ.
აუდიოჩანაწერის მიხედვით, საუბარში მონაწილე პირები 3 მლნ დოლარის გაცემის საკითხსაც განიხილავენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ, გვარამია აღნიშნავს, რომ „3 მლნ დოლარი სალაპარაკოც არ უნდა იყოს... ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის სამუშაო შეასრულა".
აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.