არჩევნების შემდეგ, რამდენიმე პოლიტიკოსმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება იმისთვის, რომ პრეზიდენტს, ასე ვთქვათ, მივუჩინოთ თავის ადგილი, -აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „იბერიასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, თუკი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების საკითხი დადგება, იგი ამ საკითხის განხილვაში საზოგადოების ფართო მასშტაბით ჩართვას მოითხოვს.
„რეაგირებას არ ვაკეთებ ჯერ, რადგან არავითარი საკითხები არ განიხილება. მე მინდა უფრო ზუსტად გითხრათ, რომ მე კი არ ვაპირებ რეაგირებას, უბრალოდ ვაპირებ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ავამუშაოთ ის მთავარი კონსტიტუციური მოთხოვნა, რომელიც საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში არის - რომ ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციაში უნდა იქნას განხილული ხალხისა და საზოგადოების მხრიდან. აი, ამ საკითხის ამუშავებას ვაპირებ მე სრული მასშტაბით.... ახლა ეს ცვლილებები რომ იყოს კონსესუსური, გამომდინარეობდეს ხალხის ინტერესებიდან, იმისთვის რომ კონსტიტუცია იყოს მთავარი დოკუმენტი არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ ყველას ერთად თამაშის წესები, ამისთვის ჩვენ აქტიურად უნდა ჩავრთოთ საზოგადეობა დისკუსიაში და მე, ბუნებრივია, ამას განვახორციელებ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.