საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრები გამართა
06-02-2017, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრნენ.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, სხდომის მიზანი ნატოს მხარისთვის თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შეფასება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი იყო.

 

 

ვიზიტისას მინისტრის პირველი მოადგილე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს შეხვდა.

 

 

მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. ალიანსის წევრებმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი