უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო
06-02-2017, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო სიტუაციების ხუთდღიანი უწყებათაშორისო სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ტრენინგი მიზნად ისახავს ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას.

 


უწყების ცნობით, ეროვნულ გვარდიაში დღეს სწავლების პროცესი ოპერატიულ დონეზე განიხილეს, სადაც ტრენინგის მონაწილეები თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნენ.

 

 

„ეროვნულ გვარდიაში ოპერატიულ დონეზე სამხედრო მართვის ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის მთავარი ამოცანა ადამიანური რესურსებითა და საჭირო ტექნიკით კრიზისის ლოკალიზაციის მხარდაჭერაა. ხვალიდან კი, აქტიური ფაზა დაიწყება, რომლის განმავლობაშიც კრიზისზე რეაგირების გათამაშება მოხდება.

 

 

ტრენინგი სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება. სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორიაა გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებია დაზიანებული. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

 

კრიზისის ლოკალიზების მიზით, გახსნილია სამი მართვის ცენტრი სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე - ეროვნულ გვარდიაში, შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზა თბილისის ზღვაზე და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში მიმდინარეობს.

 


„კოლხიდა 2017“-ს ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს. მასში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებები და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“. სწავლების მხარდამჭერია აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია, აშშ-ის ევროპული სარდლობა და საინჟინრო კორპუსი", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი