კრემლი Fox News -ის წამყვანის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ გაკეთებულ კომენტარებს „მიუღებელს“ უწოდებს და ამერიკული ტელევიზიისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„როიტერსის“ ცნობით, Fox News-ის წამყვანმა ბილ ო’რეილიმ ტრამპთან ინტერვიუში პუტინი აღწერა, როგორც „მკვლელი“ და შეეცადა შეერთებული შტატების პრეზიდენტზე ზეწოლა მოეხდინა, უფრო სრულად აეხსნა, თუ რატომ სცემდა პატივს იგი მის რუს კოლეგას. ო’რეილის არ უთქვამს, მისი აზრით, ვინ ჰყავდა პუტინს მოკლული.
„ჩვენ მივიჩნევთ ასეთ სიტყვებს Fox TV-ის კომპანიისაგან მიუღებლად და შეურაცხმყოფლად და ჭეშმარიტად რომ ითქვას, ჩვენ ვამჯობინებდით მიგვეღო ბოდიში ასეთი პატივცემული სატელევზიო კომპანიიდან“, - განუცხადა რეპორტიორებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
ო’რეილიმ უარი თქვა კრემლის მოწოდებაზე - ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით.
„მე ვმუშაობ ამ ბოდიშის მოხდაზე, მაგრამ ამას შეიძლება ცოტა დრო დასჭირდეს“, - უთხრა Fox News-ს მან და დაამატა, რომ ეს დრო დაახლოებით შესაძლოა, 2023 წელი იყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.