პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს.
ტურნირში მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორმა ძიუდოისტებმა მიიღეს.
-90 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ნოდარ ბერიანმა აიღო, რომელმაც მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში თანაგუნდელ უშანგი მარგიანს სძლია.
+100 კგ. წონით კატეგორიაში კი ონისე ბუღაძე ფინალში გავიდა, სადაც რუს ანტონ ბრაჩევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
თებერვლის თვეში ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრან სლემსა (11-12 თებერვალი) და დიუსელდორფის გრან პრიზე (24-26 თებერვალი) გამოვლენ, სადაც მედლებისათვის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრები იბრძოლებენ.
ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.