სერგო რატიანი: კახა კალაძეს ვაძლევთ ორი კვირის ვადას, ამ დროის განმავლობაში დაასახელოს თარიღი, როდესაც შეეძლება პარლამენტში მოსვლა
07-02-2017, 02:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართვლოს" წევრები ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს აძლევენ ორკვირიან ვადას იმის განსასაზღვრად, თუ როდის მივა პარლამენტში „გაზპრომის" საკითხის განსახილველად.

 

 

„ევროპული საქართველოს" მოთხოვნას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" უერთდება.

 

 

„ჩვენ კვლავ ვითხოვთ კახა კალაძის მოსვლას და შეხვედრას უმცირესობასთან. წინა ჯერზე მან მოიმიზეზა მოუცლელობა, ამჯერად ჩვენ ვაძლევთ მას ორი კვირის ვადას, ამ დროის განმავლობაში დაასახელოს თარიღი, როდესაც შეეძლება მოსვლა და შეხვედრა. ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ „გაზპრომის" საკითხი ეხება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ასევე ეკონომიკურ პრობლემებს. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკურ დებატებს, რომ უმრავლესობამ პასუხი გაგვცეს კითხვაზე, თუ რამხელა ზიანი მიადგა ქვეყანას და ასევე მესამე მოთხოვნა გვაქვს, რომ შეიქმნას ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი", - განაცხადა საპარლამენტი ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, სერგო რატიანმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი