პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა
07-02-2017, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა.

 

 

პრეზიდენტმა საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო და 25 იანვარს მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა.

 

 

1. სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოხდეს მოსამართლეების მიერ და არა დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მიერ; ყველა სასამართლოს მიეცეს საშუალება, თავად აირჩიოს თავმჯდომარე, რაც უზრუნველყოფს სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობას და მოსამართლეთა თვითმმართველობის განმტკიცებას, როგორც ეს მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში.

 

 

2. ერთი და იგივე პირს აღარ ჰქონდეს საშუალება, იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე.

 

 

3. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება აღარ მოხდეს შემდგომ დანიშვნებზე.

 

 

4. კანონით დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა.

 

 

5. იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებს საშუალება მიეცეს, წარდგენილი იყვნენ უფრო მძლავრად, რადგან სასამართლოს თავმჯდომარეებს ჰქონდეთ საშუალება იყვნენ საბჭოს წევრები.

 

 

6. დაზუსტდეს კონკურსის დროს კანდიდატზე ინფორმაციის მოგროვებისა და გავრცელების წესები.

 

 

საკითხზე მომხსენებლად დღეს იურიდიულ კომიტეტში დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე წარსდგა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი