ირაკლი კობახიძე: არავითარი პოლიტიკური ინტერესი საქართველოს პარლამენტს, ან მთავრობას, პირადად მე, არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი
07-02-2017, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არავითარი პოლიტიკური ინტერესი საქართველოს პარლამენტს, ან მთავრობას, პირადად მე, არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილება მხოლოდ სიღრმისეული განხილვის საფუძველზე შეიძლება მოხდეს.

 

 

„რაც შეეხება პირდაპირ და არაპირდაპირ არჩევას, ძალიან ზედაპირულია ის დისკურია, რომელსაც ვთავაზობთ საზოგადოებას, მარტივად ეკითხებიან ხალხს რა ურჩევნია - მათ აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი თუ აირჩიოს პარლამენტმა, ასეთი ზედაპირული დისკუსია, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს. პრეზიდენტის არჩევის საკითხი არის დაკავშირებული ბევრ კონსტიტუციურ რეგულაციასთან. ჩვენ კიდევ ერთხელ, სიღრმისეულად უნდა განვიხილოთ კონსტიტუციური სისტემა და ამ განხილვის საფუძველზე უნდა განვსაზღვროთ ყველა რეგულაცია, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის, პრეზიდენტის სტატუსთან და პრეზიდენტის არჩევის წესთან. მხოლოდ ასეთი სიღრმისეული განხილვის საფუძველზე შეიძლება ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება. არავითარი პოლიტიკური ინტერესი საქართველოს პარლამენტს, ან მთავრობას, პირადად მე, არავის არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი. ეს არ არის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, ნულოვანია ასეთი ინტერესი, შემიძლია პირდაპირ გითხრათ და ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს. ერთდაერთი ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ არჩევის რომელი წესი მიესადაგება უფრო მეტად იმ სისტემას, რომელის დამკვიდრებაც ჩვენ გვინდა. ამასთან დაკავშირებით უნდა შედგეს კონსენსუსი საკონსტიტუციო კომისიაში და კომისიაში შემდგარი მსჯელობის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ წესით შემოღების თაობაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი