დავით საყვარელიძე: უზუსტობა დაუშვა პროკურორმა - თავიდან მშვილდ-ისრით ვაპირებდი წერილის გატყორცნას და შემდეგ მტრედებს გავატანე
07-02-2017, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ მასალებს ეხმაურება.

 

 

მისი თქმით, „ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული".

 

 

„კომიკურიდან ტრაგიკულში გადავიდა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ რა ვიცი ახლა ძალიან გული მწყდება, რომ სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები, რომელსაც ამდენი წელი ვქმნიდით, ასეთი პრიმიტიული, გონებაშეზღუდული ადამიანების, ბოროტი ადამიანების ხელში აღმოჩნდა. ერთი უზუსტობა დაუშვა პროკურორმა, თავიდან მშვილდ-ისრით ვაპირებდი ამის გატყორცნას და შემდეგ მტრედებს გავატანე, რომ უფრო მალე და ზუსტად მიეტანათ. ესეც უნდა დაემატებინათ და სრული სურათი დაიხატებოდა და შედგებოდა. გული მწყდება, რომ პროკურატურაში აღარ დარჩა კომპეტენტური იურისტი, თავმოყვარე ადამიანი. უბრალოდ უნამუსობას თავი რომ დავანებოთ, სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ახლა ისინი აკეთებენ. ამას ჰქვია სისხლის სამართლის მასალების და მტკიცებულებების გაყალდება. ამაზე არის ცალკე მუხლი და ადრე თუ გვიან ეს მუხლი უნდა გაქტიურდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ინსტიტუტები არ იყოს მართული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ. ელემენტარული, ხომ შეიძლება უთხრან სუს-იდან მიტანილ და შუშის სახლიდან ჩამოტანილ სისულელზე, რომ დაგვცინებს ხალხი და ამას არავინ არ დაიჯერებს", - განაცხადა დავით საყვარელიძემ, რომლის თქმითაც, ის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე არ დაუკითხავთ.

 

 

„სატელევიზიო კომუნიკაცია აქვს საქართველოს პროკურატურას ჩემთან. ფალსიფიცირებული, ბრიყვული თხზულებების მეშვეობით, შევარდნაძისდროინდელი უშიშროება და პროკურატურა ამას არ იზამდა, არ იკადრებდა. სამარცხვინოა, პირში ვეტყვი, როცა ვნახავ ყველა იმ პროკურორს, რომლებიც მე კარგად მიცნობენ, ვინც დღეს გამოაცხადა, მისი ხელმძღვანელები, შოთაძე, გაბიტაშვილი, ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული,“ - განაცხადა დავით საყვარელიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გასაჯაროვებული მასალის მიხედვით, 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები. პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებით, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი