ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის მორიგ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები იყო და არის სწორი, დროული და ადეკვატური.
"ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები, იყო და არის სწორი, დროული და ადეკვატური. ეს აღიარებულია ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ არაერთხელ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანმიმდევრულად იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც საჭიროა, რათა მაქსიმალურად შევარბილოთ ის პროცესები, რაც დღეს ეკონომიკაში მიმდინარეობს,“ განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
რაც შეეხება საკითხის ფუნდამენტურად გადაჭრას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორებით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების აღდგენით. "კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეროვნული ბანკის გადადგმული ნაბიჯები და მიღებული გადაწყვეტილებები აღიარებული და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არაერთხელ ბოლო პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა ქადაგიძემ.
როგორც ივანიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით ჩარევა დააგვიანა და მოახერხა ეს პროცესი აჟიოტაჟში გადაეტანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.