იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ მასალებს ეხმაურება.
მურუსიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილებით დასტურდება, რომ მოსამართლეებზე - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე არავითარი ზეწოლა, განსაკუთრებით სასამართლოს შიგნით, არ განხორციელებულა.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში მიდიოდა უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლესთან დაკავშირებით ზეწოლაზე საუბარი. გამოთქმული იყო ათასი სპეკულაციური ვარაუდი და საუბარი იყო, რომ მიდიოდა მათზე ზეწოლა. ასევე ასახელებდნენ კონკრეტულ პირებს. დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა ის წერილები, რომელიც საგამოძიებო ორგანოს მოსამართლეებმა გადასცეს და გაირკვა, რომ აღნიშნულ მოსამართლეებზე არანაირი ზეწოლა, განსაკუთრებით სასამართლოს შიგნით, არ განხორციელებულა. სახელდებოდა კონკრეტული სახელები და გვარები, თუმცა მოსამართლეებიც დაიკითხნენ და მათაც არ დაუსახელებიათ არც ერთი გვარი და სახელი“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.