აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ფატი ხალვაშმა და ქობულეთის გამგებლის მოადგილემ, მალხაზ რომანაძემ დაბა ჩაქვში მცხოვრებ ანტისა ნორაკიძეს ასი წლის იუბილე მიულოცეს.
„მოხუცს მინისტრმა სმენის აპარატი და 1000 ლარი გადასცა საჩუქრად, ხოლო ქობულეთის გამგეობისგან „ლიბერთი ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ტელევიზორი გადაეცა საჩუქრად.
ანტისა ნორაკიძე ღვაწლმოსილი პედაგოგია. იგი 1917 წელს ზუგდიდში დაიბადა. ქალბატონი ანტისა პედაგოგიური განათლების მიღების შემდეგ წლების მანძილზე სოფელ ინგირის საბავშვო ბაღში მუშაობდა, ხოლო 1948 – 1978 წლებში დაბა ჩაქვის საბავშვო ბაღის გამგე იყო. მას სამსახურეობრივი მოღვაწეობის პერიოდში არაერთი ჯილდო და მადლობის სიგელი აქვს მიღებული", - აღნიშნულია ქობულეთის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.