საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი: მაღლაფერიძის გეგმის მიხედვით, ეს იქნება თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა და არა ოპტიმიზაცია
07-02-2017, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხუთშაბათს არხის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს შეხვდეს და მისგან წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღოს.

 

 

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ქეთევან მსხილაძე აცხადებს, მაღლაფერიძის გეგმის მიხედვით, საინფორმაციო გადაცემის გარდა, ყველა სხვა გადაცემა შეჩერდება მაუწყებელში, რაც მისივე თქმით თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას გამოიწვევს.

 

 

„მე არ მომწონს წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე რადიკალური ვარიანტი რეფორმის, რომელსაც მე არ ვეთანხმები. ეს გამოიწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის უდიდესი ნაწილის შეჩერებას ახალი ამბების გარდა, საინფორმაციო სამსახურის გარდა დანარჩენის შეჩერებას, რაც ავტომატურად გამოიწვევს თანამშრომლების დათხოვნას და ეს იქნება მასობრივი დათხოვნა და არა ოპტიმიზაცია", - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, იმისთვის რომ მაუწყებელი დიდი ხნით არ გაჩერდეს, დროებით გადაცემების შეჩერება მოხდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი