ია ანთაძე: მთლიანად რომ შეგვეწყვიტა ყველა გადაცემა და მათ შორის, მოამბეც, სწრაფად შეიძლებოდა გარდაქმნის პროცესი დაგვესრულებინა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდით იმ ვალდებულებიდან გამომდინარე, რასაც კანონი გვაკისრებს
07-02-2017, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის, ია ანთაძის თქმით, მაუწყებელში მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ვასილ მაღლაფერიძის გეგმასთან დაკავშირებით, სამეურვეო საბჭო მიიღებს.

 

 

საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ანთაძის თქმით, მაუწყებლის ყველა გადაცემა გარდა საინფორმაციო პროგრამისა, შეჩერდება.

 

 

„ჩვენ ყველა ერთად, ველოდებით სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას, ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ გუშინ. ფაქტობრივად, დღეს ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა მოხდება უახლოეს პერიოდში იმიტომ, რომ ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამეურვეო საბჭო. მხოლოდ ამის შემდეგ, ჩვენ გვექნება ზუსტი წარმოდგენა იმაზე, თუ რა მოხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მათ შორის, თანამშრომლების კუთხით", - აცხადებს ია ანთაძე.

 

 

კითხვაზე, თუ რა გეგმა არსებობს საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ანთაძე პასუხობს:

 

 

საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გეგმა არის ის, რაც გუშინ წარმოადგინა ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ. ეს გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე, ყველა გადაცემის შეჩერება, გარდა საინფორმაციო პროგრამისა".

 

 

კითხვაზე, გადაცემების შეჩერება ნიშნავს თუ არა, რომ თანამშრომლების გათავისუფლება მოხდება, ია ანთაძემ უპასუხა, რომ გადაცემების შეჩერება გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვენ ბადის განახლებას ვიწყებთ 2018 წლიდან და ამ თვეების განმავლობაში დიახ, ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ ეთერში იქნება ე.წ. მექანიკური პროდუქცია და მოამბე - საინფორმაციო პროგრამა. მაგრამ მე მგონი, მაინც უნდა დაველოდოთ საბჭოს გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ არ გვითქვამს, რომ ეს არის უალტერნატივო ვარიანტი. ეს არის ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ, შესაძლებელია, საბჭოს მთელი ამ კვირეების განმავლობაში როდესაც მას ექნება შეხვედრები, ჩამოუყალიბდეს რაიმე უფრო სხვა შეხედულება, რომ არსებობს სხვა ვერსიაც და ჩვენ დიდი სიამოვნებით გავიხილავთ ყველა ვერსიას....

 

 

ამ გეგმის მიხედვით, 2019 წლის ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თვისობრივად სხვა, ეს არის მაუწყებელი, რომელიც მედიაბაზარზე არის აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი".

 

 

კითხვაზე, თუ რამდენად არსებობს გარანტია იმისა, რომ გარდამავალ პერიოდში, საინფორმაციო გამოშვება შენარჩუნდება არხზე, ანთაძე პასუხობს:

 

 

საინფორმაციო პროგრამას ვინარჩუნებთ იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ბევრად სწრაფად შეიძლებოდა გარდაქმნის პროცესი დაგვესრულებინა, რომ გვქონოდა ვთქვათ იმის საშუალება, რომ მთლიანად შეგვეწყვიტა ყველა გადაცემა და მათ შორის, მოამბეც, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებდით სწორედ იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ კანონი გვაკისრებს", - განაცხადა ია ანთაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას და დასძინა, რომ ტელევიზიაში თანამშრომელთა გათავისუფლების კუთხით ამ ეტაპზე სიები არ დგება. იგი მაუწყებელში დასაქმებულებს ჰპირდება, რომ პროცესი სამართლიანად წარიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი