საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის ჯგუფს შეხვდა
07-02-2017, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა აშშ-ის მრჩეველთა „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის ჯგუფსა“ და „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ჯგუფს“ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

 


უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა ამერიკულ მხარესთან ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხების პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყება კვლავაც დიდ ძალისხმევას მიმართავს რეფორმების პროცესში მიღწეული წარმატების შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად.

 

 

„თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა თავის მხრივ მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერა გამოუცხადეს უწყებაში მიმდინარე პროცესებს.

 


შეხვედრისას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მხრივ ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში.

 


ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროში შეხვედრებს განაგრძობენ. კვირის განმავლობაში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების წარმომადგენლებთან.

 

 

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელი მრჩევლებისგან ძალთა მართვის, საბრძოლო მზადყოფნის და რესურსების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობის, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შეფასება და რეკომენდაციების მიღება იგეგმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი