დავით საყვარელიძე: ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა
07-02-2017, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებით, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს სთავაზობდა.

 

 

ამის შესახებ დავით საყვარელიძემ „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" კიევიდან სატელეფონო ჩართვისას ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, შეხვედრა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში 2013 წლის ბოლოს მას შემდეგ მოხდა, რაც ნაცვლიშვილი სამსახურიდან უკვე გაშვებული და განაწყენებული იყო.

 

 

”ნარკომანმა და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც არ ფხიზლდებოდა უშიშროების მინისტრის მოადგილეობის პერიოდში და საკუთარ ოთახში იკეთებდა წამალს, ერთი წელიც კი ვერ გასტანა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში მთავარი პროკურორის მოადგილედ. ასევე, კორუფციაზე და მექრთამეობაზე გააგდეს იქიდან. არ ვაპირებდი ამ ნაძირალაზე საუბარს, მაგის ვენებს და ტვინს აღარაფერი ეშველება, მაგრამ პირი მაინც გამოირეცხოს, სანამ ჩემს სახელს და გვარს ახსენებს....

 

 

ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, დაგიდასტურებთ, რომ ნარკომანი და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მას შემდეგ, რაც უკვე გაგდებული იყო სამსახურიდან და განაწყენებული რეჟიმზე და რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიომასალა. მე როგორც მახსოვს, მან მოასმენინა რამდენიმე ფარული ჩანაწერი ჩემს მეგობარს. მე არ მომისმენია, მოისმინა ჩემმა მეგობარმა, რომელიც დაადასტურებს ამას. რამდენადაც ჩვენ მილიონები არ გვქონდა და არც ახლა არ გვაქვს, ასე ვთქვათ, ამ ჩანაწერების რეალიზაცია ვერ მოხდა მაშინ", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი