საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნინო გვენეტაძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
“მინდა ქალბატონ ნინო გვენეტაძეს მივულოცო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და ვუსურვო წარმატებები. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პოსტია დემოკრატიული ქვეყნებისთვის. იმედი მაქვს, ნინო გვენეტაძის თავმჯდომარეობით უზენაესი სასამართლოს მიმართ გაჩნდება საყოველთაო ნდობა და პატივისცემა, რაც ასე აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის“,-აღნიშნავს პრემიერი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.